ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში მანმოჰარ სინჰი პრემიერ მინისტრად მეორე ვადით აირჩიეს


ინდოეთში პოლიტიკური კოალიციის მოკავშირეებს შორის მინისტრების კანდიდატურების ირგვლივ შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მანმოჰან სინჰმა ქვეყნის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე მეორე ვადით დადო ფიცი.

დელიში, საპრეზიდენტო სასახლეში ბატონმა სინჰმა ფიცი, ქვეყნის პრეზიდენტის-პრატიბა პატილის წინაშე დადო.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში მაისში დასრულებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პრემიერ მინისტრის კონგრესის პარტიამ მოიპოვა. ქვეყნის კონგრესმენებმა და კოალიციის წევრებმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ბატონი სინჰი, პროფესიიით ეკონომისტი, ფორმალურად ხელახლა დანიშნეს თანამდებობაზე.

ამ ფონზე, კოალიციის წევრი რეგიონების პარტია იმუქრება, რომ გავა პოლიტიკური პარტნიორობიდან, რამეთუ მისი წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მინისტრთა კაბინეტში შეთავაზებული პოსტების რაოდენობით.

XS
SM
MD
LG