ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში ებრაული სინაგოგის აფეთქება იგეგმებოდა


ქალაქ ნიუ იორკის ხელისუფლებამ 4 ადამინი დააპატიმრა, რომელთაც ბრალი ედებათ ებრაული სინაგოგის აფეთქების გეგმის შემუშავებაში. გუშინ ფედერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ ქალაქ ნიუ იორკის პოლიციისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ერთწლიანი საიდუმლო ოპერაციის შედეგად მოხერხდა ეჭვმიტანილების დაკავება. ჯეიმს კრომიტი, დევიდ უილიამსი, ონტა უილიამსი და ლაგუერ პაიენი, პლასტიკურ ასაფეთქებლებს გამოძიების ფედერალური ბიუროს იმფორმატორისგან ყიდულობდნენ როდესაც ისინი დააკავეს. წინასწარი მონაცემებით ამ პირებს ნიუ იორკის ერთ-ერთ უბანში- ბრონქსში სინაგოგის აფეთქება ჰქონდათ დაგეგმილი. გარდა ამის მათ ბრალი ედებათ იმაში , რომ ბოროტმოქმედები ხმელეთი-ჰაერი ტიპის რაკეტის შეძენას გეგმავდნენ, რომელთაც შემდგომ ეროვნულ სასაზღვრო საჰაერო ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავებზე თავდასხმის დროს გამოიყენებდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კრომიტიმ გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მშობლები ერთ დროს ავღანეთში ცხოვრობდნენ და იგი აშშ-ის მიერ ავღანეთსა და პაკისტანში მუსლიმანების მკვლელობის გამოა გაბრაზებული.


XS
SM
MD
LG