ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდადტმა პარლამენტში უმრავლესობა ვერ  მოიპოვა


მოლდოვას მართველი კომუნისტური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდადტმა პარალამენტში ვერ შესძლო უმრავლესობის მოპოვება. პრემიერ-მინისტრმა ზინაიდა გრეციანუმ გამარჯვებისთვის აუცილებელი 61 ხმის ნაცვლად 60 ხმის მოპოვება შესძლო. ხმის მიცემის შემდეგ რაუნდი მოლდოვას პარლამენტში 28 მაისს გაიმართება. ოპოზიციურ პარტიებს არ მიუღიათ ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა გასული თვის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო. მოლდოვას პარლამენტში რომელიც პრეზიდენტს ირჩევს სულ 101 დეპუტატია აქედან 60 ადგილი კომუნისტების ხელშია, მათ სულ ერთი ხმა აკლიათ რათა პრეზიდენტად თავიანთი სასურველი კანდიდატი გაიყვანონ.

XS
SM
MD
LG