ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში  მოლაპარაკებები ჩაშლის პირამდე მივიდა


საერთაშორისო შუამავლების განცხადების თანახმად უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჟენევაში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები ორშაბათს ჩაშლის პირამდე მივიდა მას შემდეგ რაც რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა აფხაზი და ოსი მოკავშირეებისადმი სოლიდარობის ნიშნად. საერთაშორისო მედიატორებმა შვებით ამოისუნთქეს როდესაც რუსები დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და სამშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ კომპლიმენტებს არ იშურებდნენ მათ მიმართ. მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთის კონსტრუქციულ როლზეც კი დაიწყო საუბარი. მიუხედავად ამისა ეუთოს წარმომადგენელი ხარალამპოს ხრისტოპულოსი არ მალავს რომ მოლაპარაკებები საკამოდ მძიმედ მიდიოდა. მისი თქმით:" ემოციები ჯერ არ დალაგებულა და მხარეთა პოზიციები მთელ რიგ საკითხებში კარდინალურად განსხვავდება ერთამნეთისგან, მაგრამ მოლაპარაკებების გაგრძელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს და მთელი კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილობისათვის."

აღსანიშნავია რომ აფხაზურმა დელეგაციამ უარი თქვა დიალოგის გაგრძელებაზე რადგან გაერო არ აღიარებს მათ მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, რომელიც მხოლოდ მოსკოვმა და ნიკარაგუამ აღიარეს. მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი პირველ ივლისს გაიმართება.


XS
SM
MD
LG