ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა


ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული ადამიანი ახლახანს ჩავიდა ინდოეთში ნიუ იორკიდან. ინდოეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ჰაიდარაბადში ჩასული აღნიშნული პიროვნება, გრიპის ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე კარანტინში მოათავსეს.ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, პაციენტს სიცხე აღარა აქვს, თუმცა ანალიზებმა დაადასტურა რომ იგი სწორედ იმ გრიპის ვირუსის მატარებელია, რომელმაც მთელს მსოფლიოში, ძირითადად მექსიკაში, 66 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


XS
SM
MD
LG