ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს


გუშინ ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. თეთრი სახლის პრეს რელიზში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ორმხრიგვი ურთიერთობის სხვადასხვა საკითხები. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა, იტყობინება თეთრი სახლი, კიდევ ერთხელ დაადასტურა საართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ბატონმა ბაიდენმა ასევე მოწონება გამოთქვა საქართველოს მთავრობის მოზომილი პასუხის გამო მიმდინარე საპრეოტესტო აქციებზე და მთავრობას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა.

ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა რუსეთისა და საქართველოს თავშეკავებულობის მნიშვნელობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სტაბილურობის მისაღწევად. ბაიდენმა ასევე დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, ადამიანის უფლებებთან, უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოხდეს.

XS
SM
MD
LG