ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვას პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ახალ პრეზიდენტს


მოლდოვას მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე პრემიერ-მინისტრის ზინაიდა გრეჩეანის კანდიდატურა დაასახელა. 20 მაისს მოლდოვას პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ახალ პრეზიდენტს. წარმავალი პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი ამ თანამდებობაზე 2001 წელს აირჩიეს. გუშინ კი პარლამენტმა, რომელშიც კომუნისტები უმრავლესობას წარმოადგენენ, ვორონინი ამ საკრებულოს სპიკერად დაასახელა. საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. გასულ თვეს ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის ას ერთიდან სამოცი ადგილი კომუნისტებს ერგოთ. საპასუხოდ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები მოაწყო. დემონსტრანტებმა ქვეყნის პარლამენტის შენობა დაარბიეს.
XS
SM
MD
LG