ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებას ექვსი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელებულ რამდენიმე აფეთქებას ექვსი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციის თანახმად, აფეთქებები ქალაქ ხოსტში მოხდა. ალ-ჯაზირას სამაუწყებლო კომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში თალიბები ამტკიცებენ, რომ ტერაქტები მათი განხორციელებულია, რადგანაც ხოსტში ძლიერი ამერიკული სამხედრო კონტინგენტია დისლოცირებული. პარალელურად კი ამერიკიელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ თალიბები აფეთქებების მოწყობისას თეთრ ფოსფორს ხმარობენ, რომელიც ქიმიურ დამწვრობებს იწვევს. ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტური მასალის მიხედვით, თალიბებმა თეთრი ფოსფორი სულ მცირე ოცდათვრამეტ თავდასხმაში გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG