ჯგუფი „საერთაშორისო
ამნისტია“ აცხადებს ,რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის პირველ წელს რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან
დაკავშირებით არანაირი პროგრესული ნაბიჯი წინ არ გადადგმულა. გასულ ხუთშაბათს ჯგუფი „საერთაშორისო ამნისტიის“
მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე, დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციიდან დღემდე,ამ მიმართულებით რუსეთის ზოგიერთ ნაწილში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტს
დიმიტრი მედვედევს ამ ჯგუფმა მემორანდუმი გაუგზავნა,სადაც მითითებული იყო საკითხები,რომელზედაც
თავისი პრეზიდენტობის პირველ წელს ურიგო არ იქნებოდა,რომ რუსეთის პრეზიდენტს ყურადღება
გაემახვილებინა.ეს საკითხები გახლდათ: რასისტული ძალადობა,პოლიციის მიერ ადამიანების
ტანჯვა-წამება,სამართლიანი სასამართლო და ოჯახში ქალების ჩაგვრა.
სერგეი ნიკიტინი რუსეთში არსებულ საერთაშორისო ამნისტიის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ
მემორანდუმი მიიღო.ისინი გამოგვეხმაურნენ და
რამოდენიმე შეკითხვაც დაგვისვეს.მაგრამ კონკრეტული წინადადებები არ შემოუთავაზებიათ“ციტატის დასასრული
ჯგუფი“საერთაშორისო
ამნისტია“ მიესალმება იმ ფაქტს,რომ პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ადამიანის უფლებათა
დაცვის აქტივისტებს შეხვდა,მაგრამ ნიკიტინის თქმით,კრემლის ლიდერიამ შეხვედრაზე მხოლოდ რეფორმებზე ზედაპირული დაპირებებით შემოიფარგლა და არაფრის მიმართ კონკრეტული ინიცატივა არ გამოუჩენია.
თუმცა აღსანიშნავია
ისიც,რომ ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შექმნილი
პრობლემების შესახებ დაუფარავად ისაუბრა:
„ჩემი აზრით,ამ
პრობლემათა გამომწვევი მიზეზები რუსეთის
ისტორიაში უნდა ვეძებოთ. ის იდეოლოგიური საფუძვლები,რაზედაც საუკუნეების მანძილზე რუსული შეგნება და საზოგადოება ყალიბდებოდა, ასე უცებ ვერ შეიცვლება.მთავარია
ისაა,რომამ ეტაპზე, ადამიანებმა ,ვინც ცდილობენ,რომ
ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურში იყვნენ და მის გაუმჯობესებაზე იფიქრონ,საკუთარ
უსაფრთხეობაზე თავად იზრუნონ“.ციტატის დასასრული
პრეზიდენტი მედვედევისეს დარიგება ვერ გამოადგა
რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტს ლევ პონომარიოვს.ერთი თვის წინ ,მას უცნობი
ადამიანები დაესხნენ თავსდა საკუთარი საქმიანობის
გამო სასტიკად სცემეს.პონომარიოვი ამბობს:
„რა თქმა უნდა ჩემი
ცემა მედვედევს არ შეუკვეთავს,მაგრამ დარწმუნებული
ვარ,რომ იმ ადამიაენბმა მცემეს,ვისაც არ სურს,რომ მათი შავ-ბნელი საქმეები საზოგადოებამდე
მივიტანო“ციტატის დასასრული
შეხვედრაზე პრეზიდენტ
მედვედევს არც ის დაუმალავს,რომ პუტინის მიერ 2006 წელს დაკანონებული შეზღუდვებით რუსეთში არასამთავრობო
ორგანიზაციების საქმიანობა დაითრგუნა.კრემლის
ლიდერის განცხადებით, თავის დროზე ამ კანონის მიღება არასამთვარობო
და არა კომერციული ორგანიზაციების მიმართ უნდობლობამ განაპირობა.მთავრობას მუდმივი
შიში აქვს,რომ მსგავსი ორგანიზაციები სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენენ.
ჯგუფი“საერთაშორისო ამნისტიის“ ხელმძღვანელის სერგეი ნიკიტინის თქმით,უმჯობესი იქნებოდა,რომ პრეზიდენტს
შესაბამისი სტრუქტურებისათვის არა მარტო თავდასხმებისა
და ცემის ფაქტების გამოძიება დაევალებინა,არამედ ებრძანა,რომ დაესაჯათ ყველა ის ,ვინც
თავის დროზე ჩეჩნეთის ომის დროს რუსული ჯარის სახელით სასტიკ დანაშაულებებს ჩადიოდა.
ნიკიტინის აზრით,ჩეჩნეთში სიტუაციის დასტაბილურება
გამორიცხულია მანამ ,ვიდრე რეგიონის მასშტაბით ძალადობასა
და აგრესიას ბოლო არ მოეღება. ამისათვის სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები,ვინც მსგავს დანაშუალს ჩადიოდნენ და დღემდე მათთვის პასუხი
არავის მოუთხოვია. რუსეთის პრეზიდენტმა
დიმიტრი მედვედევმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრისას
აღნიშნა,რომ მთავარია საზოგადოებაში მსგავსი მოვლენებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება
გაქრეს.
ადამიანის უფლებათა
დაცვის აქტივისტის ლევ პონომარიოვის განცხადებით,
ეს იმ პრეზიდენტის სიტყვებია,ვინც ხელი მოაწერა ბრძანებას,რის საფუძველზეც ომის დროს ჩადენილი ტერორისტული აქტებისა და ჯაშუშობის
საქმეთა სასამართლო პროცესებზე ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობის მიღება აეკრძალათ.ამ გადაწყვეტილებით,პრეზიდეტმა
მედვედევმა ქვეყნის უშიშროების სამსახურებს მწვანე გზა მისცა იმისთვის,რათაუდანაშაულო ადამიანები გამომემწყვდიათ ციხეებში.
პონომარიოვის აზრით, ამ ბრძანებაზე ხელისმოწერით,პრეზიდენტი
მედვედევი რეფორმათა სასიკეთო განვითარებას წინ აღუდგა და აქედან გამომდინარე არანაირი პროგრესს რუსეთში
ამ სფეროში არ უნდა ველოდეთ.სამწუხაროდ , კრემლის ლიდერის ლამაზი სიტყვების საწინააღმდეგოდ
რუსეთში იურიდიული კანონების არასწორი რეფორმირება
ხდება.
სერგეი ნიკიტინის
თქმით,იმედი ყოველთვის ყველაზე გვიან კვდება და ამიტომაც ჯგუფი „საერთაშორისო ამნისტია“ ყველა ღონეს იხმარს
იმისათვის, რათა რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სიტუაცია სამომავლოდ მაინც
გაუმჯობესდეს.