ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკაში საავადმყოფოებს ბომბავენ



ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ბრალად სდებს შრი ლანკის მთავრობასსაომარ ზონაში განლაგებული საავადმყოფოების დაბომბვაში. ჰუმანრაითს ვოჩმა პარასკევს გამოაქვეყნა მოხსენება სადაც მოყვანილია, საავადმყოფოს პერსონალის, პაციენტებისა და თვითმხოლველების ჩვენებები.

მათი ჩვენებების თანახმად დეკემბრიდან მოყოლებული შრი ლანკის მთავრობამ 30 -ჯერ განახროციელა მსგავსი სამხედრო ოპერაცია.

შრი ლანკის სამხედრო წარმომადგენელი უარყოფს ბრალდებას. ასოშიეთიდ პრესთან საუბრისას მან განაცხადა რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა და მთავრობამ შეწყვიტა მძიმე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება საომარ ზონაში. Human Rights Watch- მიერ გამოქვეყნებული მოხსენების ფონზე საერთაშორისო საზოგადოებრიობა შეშფოთებულია შრი ლანკის საომარ ზონაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ბედ-იღბლით.


XS
SM
MD
LG