ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო დარტყმების შედეგად რამოდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა



აშშ-ის მედია იუწყება, რომ ოფიციალური პირები აღიარებენავღანეთის დასვლეთ ნაწილში მშვიდობინი მოსახლეობის სიკვდილში აშშ-ის ბრალს. რამაც ამ კვირას ამ რეგიონის მოსახლეობის დიდი პროტესტი გამოიწვია. ტელეკომპანია "CNN"და გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირების ციტირებას ახდენს და აცხადებს, რომ წინასწარი გამოძიების საფუძველზე არის იმის მტკიცებულება, რომ ფარას პროვინციაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად რამოდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა. გამოძიება,რომელიც ქაბულში მიმდინარეობს ერთ ან ორ დღეში წინასწარ შედეგებს გამოაქვეყნებს. ადგილობრივი ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით ,ორშაბათსა და სამშაბათს ამერიკელების შეტევას 100 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.თავის მხრივ სამხედროები აღნიშნავენ, რომ დასახელებული ციფრი ძალზედ გადაჭარბებულია. ზოგიერთი სამხედრო ოფიციალური პირი იმასაც აცხადებდა, რომ გარდაცვლილი სამოქალაქო პირებიდან ნაწილი თალიბთა ყუმბარების შედეგად დაიღუპა.



XS
SM
MD
LG