ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით დღეს ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათივე განცხადებით თავდასხმა ბაღდადის დოურას უბანში, ბაზრის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა. დღესვე ბაღდადის სხვა უბანში კიდევ ერთ ტერაქტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ თავდასხმებს წინ უსწრებდა ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქება ნავთობის სამინისტროს შენობასთან. ინცინდენტი ორშაბათს მოხდა და 4 ადამინის სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა 7. გახშირებული ძალადობა ეჭვს ბადებს შეძლებს თუ არა ერაყის ძალოვანი სტრუქტურა გამკლავებას ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებთან აშშ-ის ჯარის ერაყიდან გასვლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG