ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინისტრი სერგეი ლავროვი ნატო - რუსეთის საბჭოს  შეხვედრას არ დაესწრება


რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი მაისის ბოლოს დაგეგმილ ნატო რუსეთის საბჭოს შეხვედრას არ დაესწრება. რუსეთის სააგენტოების ინფორმაციის თანახმად ,მინისტრმა მსგავსი გადაწყვეტილება მას მერე მიიღო,რაც ნატომ ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა წესით 19 მაისს უნდა გამართულიყო.მსგავსი დონის შეხვედრა რუსეთსა და ნატოს შორის პირველია მას მერე,რაც რუსეთმა აგვისტოს თვეში საქართველოზე სამხედრო თავდასხმა გაანხორციელა. ამ მიზეზით მაშინ ალიანსმა რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. რაც შეეხება ჯაშუშთა სკანდალს, ესტონეტის თავდაცვის მაღალჩინოსანს ამ ბრალდებით 12წლიანი პატიმრობა მიესაჯა .მას დაუმტკიცდა ბრალეულობა იმაში,რომწლების მანძილზე რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ალიანსის საიდუმლო მასალებსა და დოკუმენტაციას აწვდიდა. ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერი მინისტრი ლავროვის გადაწყვეტილებას სინანულით შეხვდა. ბატონი სხეფერის აზრით, არსებობს უამრავი საერთო ინტერესისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხი ,რაზედაც მას და მინისტრ ლავროვს შეეძლოთ ემსჯელათ.


XS
SM
MD
LG