ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როქსანა საბერის საქმეს სასამართლო მომავალ კვირას განიხილავს


ირანის უმაღლესი სასამართლოს პრესცენტრის ინფორმაციით, ამერიკელი ჟურნალისტის როქსანა საბერის საქმეს სასამართლო მომავალ კვირას განიხილავს . საბერის სამართლოზე ამერიკელ იურისტთა ასოციაციის წევრები,ირანის დაზვერვის მინისტრი და პროკურორის ოფისის წარმომადგენელები არიან მიწვეულნი. გასულ თვეს ჟურნალისტ როქსანა საბერს ჯაშუშობის ბრალდებით რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.საბერის მამის განცხადებით,ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად ორი კვირის მანზილზე შიმშილობა გამოაცხადა.ირანის მართლმსაჯულების წარმომადგენლები აცხადებენ,რომ საბერის ჯანმრთლეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე ირანმა -ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები საბერის საქმეში ზედმეტ ჩარევაში დაადანაშაულა.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესცენტრის განცხადებით, ირანის მართლმსაჯულება დამოუკიდებელი ორგანოა და გარე მხრიდან ნებისმიერი ჩარევა საერთაშორისო ნორმების დარღვევად მოიაზრება.


XS
SM
MD
LG