ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

70 მექსიკელი მგზავრი   სამშობლოს დაუბრუნდება


დღეს მექსიკიდან ჩარტერული რეისით ჩინეთისკენ მიმავალი თვითმფრინავის 70 მექსიკელი მგზავრი სამშობლოს დაუბრუნდება.მგზავრები აქამდე კარანტინში იმ მიზეზით იმყოფობოდნენ,რომ სავარაუდოდ ღორის ვირუსით იყვნენ ინფიცირებული.დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,რომ ჩინეთში კიდევ 25 კანადელი და ორი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე იმყოფება კარანტინში. ჩინეთის მთავრობის განცხადებით,მსაგვსი ზომები ამ ადამიანების წინააღმდეგ საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამოამდინარე გატარდა. მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიერ განხორციელებული დაცვის ტაქტიკა დისკრიმინაციული და უსაბუთოა,რადგან დაკავებული მექსიკელი მოქალაქიდან არცერთს ღორის გრიპის სიმპტომები არ ჰქონდა.



XS
SM
MD
LG