ამერიკის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ახლო აღმოსავლეთში ჩავა, რათა რეგიონის არაბი მოკავშირეები დაარწმუნოს, რომ ვაშინგტონის დიპლომატიური მიდგომა ირანთან -საფრთხის ქვეშ არ დააყენებს არაბულ ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებს. ბატონი გეითსი დღეს ეგვიპტეში ჩავა. კვირის ბოლოს კი საუდის არაბეთს ეწვევა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედი აქვს, რომ ამერიკის დამოკიდებულებით თეირანთან, რეგიონში სტაბილურობა გაიზრდება.გეითსმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონის სახელმწიფოების ერთგვარი შეშფოთება გამოწვეული უნდა იყოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობების სურვილის არასწორი გაგებით. მან თქვა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ფრთხილად მოეკიდება ირანთან ურთიერთობებს და შესატყვისად შეაფასებს სიტუაციას, თუ მეორე მხარემ მსგაგვსი კეთილგანწყობა არ აჩვენა ვაშინგტონს.