საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაცხადეს, რომ ძირითადი სამანქანო მაგისტრალების გადაკეტვას აპირებენ.
საპროტესტო აქციების ლიდერები აცხადებენ, რომ 8 მაისის აქციაზე გაკეთდება ულტიმატუმი სააკაშვილისთვის, დიალოგის 72 საათის განმავლობაში დასაწყებად, რომელმაც მისი გადადგომის გზები უნდა დასახოს. ამ ფონზე, ოპოზიციის აქტივისტები კვლავ აგრძელებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირებას.