ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიაში“ღორის გრიპით” დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა


კოლუმბია აცხადებს, რომ ქვეყანაში “ღორის გრიპით” დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს აგრეთვე ეპიდემიის სამხრეთ ამერიკაში შეღწევის პირველი ოფიციალური დადასტურებაცაა. კოლუმბიის სოციალური დაცვის მინისტრმა დიეგო პალასიომ განაცხადა, რომ პაციენტი, რომელიც ამასწინად დაბრუნდა მექსიკიდან ამჟამად დამაკმაყოფილებელმდგომარეობაშია. მექსიკაში “ღორის გრიპით” დაავადების უკვე 454 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ხოსე ანხელ კორდობა აცხადებს, რომ გრიპის სერიოზული ფორმით დაავადების და ფატალური შემთხვევები კლებულობს. შეერთებული შტატების გადამდები დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი რიჩარდ ბესერი აცხადებს, რომ როგორც სჩანს “ღორის გრიპი” ჩვეულებრივ გრიპზე უფრო სერიოზული დაავადება არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც სჩანს გრიპის სიცოცხლისთვის სახიფათო ფორმა ლათინური ამერიკის გარეთ არ გავრცელებულა, გლობალური ეპიდემია მაინც გარდაუვალია.


XS
SM
MD
LG