ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდას და თალიბანის ექსტრემისტული დაჯგუფებების გააქტიურება ავღანეთში მთელს რეგიონს უქმნის საფრთხეს


ალ-ყაიდას და თალიბანის ექსტრემისტული დაჯგუფებების გააქტიურება ავღანეთში მთელს რეგიონს უქმნის საფრთხეს. ამ საშიშროების გასანეიტრალებლად შეერთებულმა შტატებმა, ინდოეთმა და პაკისტანმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა იმოქმედონ.

აპრილის დასაწყისში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავთანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი ქაბულში, ისლამაბადში და დელიში ჩავიდა ისლამურ შეიარაღებულ ფორმირებებთან მოლაპარაკების კოორდინირების მიზნით.

პირველად 1947 წლის შემდეგ პაკისტანის, ინდოეთის და შეერთებული შტატების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა ისლამისტ ექსტრემისტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ახალა, როდესაც ყველას საერთო მტერი ჰყავს ეს ქვეყნები მიზნის მისაღწევად უნდა გაერთიანდნენ.

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელის რიჩრად ჰოლბრუკის განცხადებით:“ ეს რა თქმა უნდა არ იქნება ადვილი საქმე, მაგარამ როდესაც სამი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად.“

სულ უფრო ძლიერდება ექსტრემისტების მძვინვარე თავდასხმები პაკისტანსა და ინდოეთში. განსაკუთრებით დაზარალდა ინდოეთი, რომელიც ავღანეთიდან და პაკისტანიდან მოქმედმა ტერორისტებმა გაიხადეს სამიზნედ. 2006 წელს მუმბაიში ტერორისტებმა სამგზავრო მატარებლები ააფეთქეს. 2008 წლის 26 ნოემბერში კი მთელი ქალაქი დაატერორეს, რასაც 170 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ტერორისტები ამ ბოლო ხანს სულ გათამამდნენ და ავაღანეთ-პაკისტანის საზღვრისპირა მთებში საუძვლიანად გამაგრდნენ, საიდანაც ისინი პაკისტანის ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ ბრძოლას.

შეეხო რა შეერთებული შტატების და პაკისტანის ურთიერთობას რიჩარდ ჰოლბრუკმა აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებით და ამ თანამშრომლობის ისტორიიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება.

შეერთებული შტატებს ავღანეთის პრობლემის მოგვარება ინდოეთის სრული მონაწილეობის გარეშეც შეუძლია, განაცხადა ვაშინგტონის სპეციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა.
XS
SM
MD
LG