ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ჯენერალ მოტორსი” რესტრუქტურიზაციას იწყებს



ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია “ჯენერალ მოტორსი” რესტრუქტურიზაცუიას იწყებს. კომპანიის მიერ დღეს საჯაროდ გამოცხადებული გეგმის თანახმად “ჯენერალ მოტორსი” “პონტიაკის” მარკის ავტომობილების გამოშვებას შეწყვეტს. ასევე კომპანია აქციონერებისთვის გადასახდელი ოცდარვა მილიარდ დოლარიანი ვალის ობლიგაციებით გასტუმრებასაც გეგმავს. პონტიაკის გამოშვება “ჯენერალ მოტორსმა” 1926 წელს დაიწყო. “პონტიაკის” მარკა ძლიერი და სპორტული ავტომობილებით ხასიათდებოდა. მაგრამ 1970 წლის შემდეგ გაყიდვები სულ უფრო კლებულობდა. “ჯენერალ მოტორსს” გაკოტრება ემუქრება იმ შემთხვევაში თუ ამერიკის მთავრობის მიერ გასულ პარასკევს დათქმული ბოლო ვადისთვის, 1 ივნისისთვის რესტრუქტურიზაციას ვერ შესძლებს. პარალელურად შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა “ “ჯენერალ მოტორსს” დამატებით ორი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.


XS
SM
MD
LG