ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღორის გრიპმა გლობალური ისტერია გამოიწვია


მსოფლიოს ქვეყნები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის,რათა თავიდან აიცილონ ეპიდემია და ის გლობალური ისტერია,რაც კანადიდან ახალ ზელანდიამდე გავრცელებულმა ღორის გრიპმა გამოიწვია. მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის ინფორმაციით , ვირუსი პოტენციურად აშკარა ეპიდემიურ საფრთხეს წარმოადგენს. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაც, კვლევებზე დაყრდნობით აღიარებს,რომ ამ ეტაპზე ღორის გრიპის ეპიდემიისგან დამცავი არანაირი საშუალება არ მოიპოვება. მექსიკის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, დაავადების ეპიცენტრში ვირუსმა უკვე 103 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს ევროპის კომისიამ ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე მოწოდება გააკეთა. ევროკავშირის ჯანმრთელობის კომისარმა მოუწოდა ქვეყნების წარმომადგენლებს, საკუთარ მოსახლეობას მოსთხოვონ ვირუსის გავრცელების ზონებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.დღეს დილით ესპანეთში ღორის გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ამასობაში აზიის ქვეყნებმა იმ მგზავრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დაიწყეს, ვინც მექსიკაში მოგზაურობიდან ახლახანს დაბრუნდა. ამერიკის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრმა ჯანეტ ნეაპოლიტანომ ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.მან მოუწოდა მთავრობის წარმომადგნელებს ანტივირუსული მედიკამენტების მარაგის შესაქმნელად სახელმწიფო თანხები გაიღონ.მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა,რომ სამედიცინო შემოწმებას გაივლის ყველა ის ადამიანი,ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებს უახლოეს პერიოდში ვირუსით ინფიცირებული ქვეყნებიდან ეწვევა. ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უფროსმა რიჩარდ ბესერმა განაცხადა,რომ ამერიკის 5შტატში ღორის გრიპის დაავდებულთა 20 შემთხვევა უკვე დაფიქსირებულია.


XS
SM
MD
LG