ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსტრემალური დაკითხვის მეთოდების გამოყენება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოითხოვა


შეერთებული შტატების სენატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ააშკარავებს იმას, რომ 2002 წელს შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ტერორისტობაში ეჭვმიტანილთა მიმართ ექსტრემალური დაკითხვის მეთოდების, მაგალითად წყალში დახრჩობის სიმულაციის გამოყენების უფლება მოსთხოვა. ეს დოკუმენტი საენატის სადაზვერვო კომიტეტმა გამოამზეურა. დოკუმენტი ააშკარავებს იმას, რომ 2002 წელს ეროვნული უშიშროების დარგში მრჩევლის პოსტზე მყოფმა კონდოლიზა რაისმა, ასეთი მეთოდების ტერორისტობაში ეჭვმიტანილის აბუ ზუბაიდას წინააღმდეგ გამოყენების ნება დართო. ცნობილია, რომ 2002 წლის სემდეგ ზუბაიდას წინაარმდეგ წყალში დახრჩობის სიმულაციის მეთოდი ოთხმოცდასამჯერ გამოიყენეს. აქვე ისიცაა აღნიშნული, რომ ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი მხარს უწერდა დაკიტხვის ასეთი მეთოდების გამოყენებას. თეთრი სახლის სპრეს-მდივანმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ ბუსის ადმინისტრაციის დროინდელი პოლიტიკის წინააღმდეგ წაყენებული ყოველგვარი ბრალდება მხოლოდ ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უნდა განიხილებოდეს.


XS
SM
MD
LG