იამაიკიდან
მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კუნძულის “სანგსტერის” საერთაშორისო
აეროპორტში შეიარაღებულმა პირმა კანადური ავიაკომპანია “კენ ჯეტის” ერთ-ერთი
თვითმფრინავის ეკიპაჟის ხუთი წევრი აიყვანა მძევლებად. იამაიკის პრემიერ-მინისტრი
ბრუს გოლდინგი და ეროვნული უშიშროების მინისტრი დუაიტ ნელსონი აეროპორტში გაემგზავრნენ
კრიზისის მოსაგვარებლად. აცხადებენ, რომ შეიარაღებული პირი ფსიქიურადაა
დაავადებული. თვითმფრინავში ას ოთხმოცამდე მგზავრი იმყოფებოდა მაშინ , როდესაც
შეიარაღებულმა პირმა უშიშროების რიგის გაარღვევა და ავიალაინერში შეღწევა შესძლო.
საბედნიეროდ მგზავრებმა შესძლეს უვნებლად გამოსვლა თვითმფრინავიდან. იამაიკის
ინფორმაციის მინისტრი დერილ ვაზი აცხადებს, რომ დაახლოებით ოცი წლის შეიარაღებულმა
პირმა მისი კუბაში წაყვანა მოითხოვა. კანადური თვითმფრინავი იამაიკიდან ჯერ
ჰავანაში უნდა ჩაფრენილიყო, ხოლო შემდეგ კი კანადისკენ უნდა აეღო გეზი.