ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური  მდივანი სინანულს გამოხატავს



გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ რასიზმისადმი მიძღვნილი კონფერენციის ბოიკოტირების გამო სინანული გამოთქვა. ბატონმა ბანმა ამ სიტყვებით გახსნა კონფერენცია:"ყოველი ჩვენგანი, ისინი ვინც დღეს ამ აქ იმყოფებიან მიესალმებიან ახალი მრავალმხრივი, ნაკლებადკონფრონტაციული, ნაკლებად იდეოლოგიური, უფრო შეთანხმებული და დიალოგის ხარჯზე ჩამოყალიბებული ახალი მიდგომის გამომუშავებას". აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.ჟენევაში დღეს დაწყებულ კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოვიდა. მას სიტყვა დარბაზში შეჭრილმა კლოუნის ტანსაცმელში გამოწყობილმა მოპროტესტემ შეაწყვეტინა, რომელმაც რაღაც ობიექტი სტყორცნა ირანის პრეზიდენტს. მოპროტესტის დარბაზიდან გაყვანის შემდეგ აჰმადინეჯადმა გააგრძელა საუბარი. კონფერენციის მოწყობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კონფერენციის პირველივე სამუშაო დღეს ტრიბუნის ირანის პრეზიდენტისთვის დათმობა ფორუმის უნიათო დაგეგმვის ბრალია. აღსანიშნავია, რომ მანამდე აჰმადინეჟადმა ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისკენ მოუწოდა. საფრანგეთი აცხადებს, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ირანის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ანტისემიტურ რიტორიკას დაიწყებენ, საფრანგეთის დელეგაცია დარბაზს დატოვებს. დღეს ისრაელმა შვეიცარიიდან ელჩი გაიწვია მას სემდეგ, რაც შვეიცარიის პრეზიდენტი ირანის პრეზიდენტს შეხვდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ კონფერენციის მონაწილეები ისრაელის მიმართ ანტაგონიზმს გამოხატავენ.


XS
SM
MD
LG