ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამხედრო ძალებმა 20  იამენელი მძევალი გაათავისუფლეს


შაბათს, ნატოს სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს 20 იამენელი მძევალი , რომლებიც სომალელ მეკობრეეებს ჰყავდათ დაკავებული. მათ გემზე თავდასხმა ადენის სრუტეში მოხდა.

ალიანსის სამხედრო ძალების მეთაურის განცხადებით, ჰოლანდიის სამხედრო გემმა მძევლები მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც დახმარების სიგნალზე საპასუხოდ მათ დასახმარებლად მივიდნენ. მეკობრეებმა ტანკერზე ყუმბარებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიიტანეს იერიში.

ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა,გარდა იმისა რომ გაათავისუფლეს 20 იემენელი მძევალი , მოახერხეს 7 სომალელი მეკობრეს დატუსაღება.

ბელგიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დღეს აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებთან მეკობრეებმა ბელგიის გემზეც განახორციელეს თავდასხმა. მათივე განცხადებით, გემიდან შაბათ დილას ორი საგანგაშო სიგნალი მიიღეს. მას შემდეგ კონტაქტი გემის ეკიპაჟთან არ ყოფილა.


XS
SM
MD
LG