ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკაში თამილი ვეფხვები გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ მოუწოდებენ


შრი ლანკაში თამილი ვეფხვები გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით ქვეყნის მთავრობის მიერ ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის. თამილი ვეფხვების განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შემზადებაში სხვა ქვეყნებიც უნდა ჩაებნენ. შრილანკის მთავრობამ მყისვე უარყო ეს იდეა. მთარობა თვლის, რომ თამილ სეპარატისტებს უბრალოდ დროის მოგება და ძალების მოკრეფა სურთ. ცეცხლის შეწყვეტის ორდღიანი შეთანხმების ბრძანება გუშინ ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰინდა რაჯაპაკსამ გასცა. პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა საბრძოლო ოპერაციების რაიონში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ამ რაიონიდან გახიზნვის შესაძლებლობას მისცემს. გაეროს მონაცემების თანახმად, ბრძოლების რეგიონში ას ათასამდე ადამიანი იმყოფება.


XS
SM
MD
LG