ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში საპროტესტო აქციამ სააკაშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა


საპროტესტო აქციამ, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს პრეზიდენტ სააკაშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა. მათ რეზიდენციის წინ კარვები დასცეს და განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ გადადგება.ოპოზიციის ლიდერები აცხდებენ, რომ ამ ზომას მიმართეს იმ მიზნით, რათა სააკაშვილმა უკეთესად გაიგონოს მათი მოწოდებები. მოპროტესტეებმა ასევე რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პოლიციის ძალები მომეტებულ მზადყოფნაშია მოყვანილი, თუმც დღემდე აშკარა ჩარევას მათი მხრიდან არ ჰქონია ადგილი. ამ ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტოს ხვდება. სავარაუდოდ მათი მოლაპარაკებების თემა იქნება რუსეთის ჯარის ყოფნა აფხაზეთსა და შიდა ქართლში.

XS
SM
MD
LG