ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეები ამერიკელებს  ემუქრებიან


სომალელი მეკობრეები ამერიკელებზე თავდასხმით იმუქრებიან.ამის მიზეზი კი სამი მეკობრის სიკვდილი გახდა,რომლებიც დატყვევებული გემის კაპიტნის -რიჩარდ ფილიფსის განთავისუფლების დროს დაიღუპნენ.

დღეს ჟურნალისტებმა ქალაქ იელის სანაპიროზე მოთარეშე ერთერთი მეკობრის განცხადება გაავრცელეს.მასში ნათქვამია, რომამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატები სომალელი მეკობრეების დაუძინებელ მტრად იქცა და მეკობრეებიმოკლავენ ყველა იმ ამერიკელს,ვისაც მომავალში მძევლად აიყვანენ. ერთერთმა მეკობრემაბდულაილამიმ, ასოციაციის პრესის წარმომადგენელებს განუცხადა,რომ ამერიკა ამ საქციელზე პასუხს ცრემლითა და გლოვით აგებს. შეგახსენებთ,რომ გუშინ ამერიკის საზღვაო სამხედრო სნაიპერებმა სამი სომალელი მეკობრე კაპიტანი ფილიფსის განთავისუფლების ოპერაციის დროსგამოასალმეს სიცოცხლეს.ვიცე-ადმირალის ვილიამს კორტნის განცხადებით, მეკობრეებს კაპიტანი ფილიფსიავტომატების სამიზნედ ჰყავდათ ქცეული.ვილიამსის თქმით,პრეზიდენტმა ობამამ ადმირალებს დართო ნება, რომთუ კაპიტნის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, ძალა გამოეყენებინათ.


XS
SM
MD
LG