ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეას ქმედების  დაგმობას გეგმავს


გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეას მიერ რაკეტის გამოცდის ფაქტის დაგმობას გეგმავს. მოელიან, რომ ერთობლივ განცხადებას დღეს მიიღებენ. ცნობილი გახდა, რომ საბჭოს ხუთმა მუდმიბვმა წევრმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად იაპონიამ შეთანხმება მოახერხეს. ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დაცვას მოსთხოვს. რეზოლუცია ნომერი 1718 ფხენიანს რაკეტების გამოცდას უკრძალავს და წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებითი სანქციების შემოღებით იმუქრება. ზემოთქმული განცხადება ასევე ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლებისკენაც მოუწოდებს. შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში სიუზან რაისმა განაცხადა, რომ ერთობლივად მიღებული განცხადება ჩრდილოეთ კორეას აგრძნობინებს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის გამო დაუსჯელი ვერვინ გადარჩება.



XS
SM
MD
LG