ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი - ამერიკის მოკავშირე


შეერთებული შტატები და თურქეთი უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ერთგული მოკავშირეები იყვნენ, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არიან გაწევრიანებულნი და საერთო ფუნდამენტური ღირებულებები გააჩნიათ.

შეერთებული შტატების მსგავსად თურქეთიც სეკულარული დემოკრატიაა, სადაც რელიგიისადმი დიდი მოკრძალების მიუხედავად ის განცალკევებულია პოლიტიკისაგან.

ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამერიკა-თურქეთის თანამშრომლობა გლობალური ეკონომიკური კრიზისის, ტერორიზმის და ენერგო პრობლემების ფონზე.

თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტისას ბარაქ ობამამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურძთიერთობების გაფართოების შესახებ გააკეთა განცხადება.

ევროპის და შეერთებული შტატების ეკონომიკური თანამშრომლობა თურქეთთან საშუალებას მისცემს ვაშინგტონს უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი ამ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.

თურქეთი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა ტრანსატლანტიკურ და ევროპულ ინსტიტუტებში მოღვაწეობისას განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

თურქეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, მათ შორის უმთავრესია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. თურქეთში გაიზარდა პრესის თავისუფლება და აღარ იზღუდება ქურთული რადიოგადაცემები. თურქეთის ორ წამყვან უნივერსიტეტში კი ქურთული ენის და ლიტერატურის კათედრები გაიხსნა.

პრეზიდენტი ობამა თურქეთის ხელისუფლებას ურჩევს არ გადაუხვიოს დემოკრატიული რეფორმების გზიდან.

რაც შეეხება რეგიონალურ პოლიტიკას, შეერთებული შტატები მხრას უჭერს ურთიერთობის ნორმალიზაციას თურქეთსა და სომხეთს შორის. საზღვრების გახსნა ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების ხალხებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას მიიჩნევს პრეზიდენტი ობამა, ეს კი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასაც წაადგება.

ახლო აღმოსავლეთში თურქეთი და შეერთებული შტატები მხარს უჭერენ მშვიდობიანი ერაყის არსებობას, რომელიც არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი. ვაშინგტონი თურქეთს დაეხმარება ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამერიკას ისლამურ სამყაროსთან საერთო ინტერესები აკავშირებს და მასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ესწრაფვის განაცხადა შერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.



XS
SM
MD
LG