ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის სამიტზე  შეთანხმდნენ ერთიანი ძალებით გლობალურ ფინანსურ კრიზისის დაძლევას


ორ აპრილს ლონდონში 20 ქვეყნის ლიდერთა შეხვდრაზე პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ საერთო ძალებით გაუმკლავდებიან გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ამ შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს ეკონომიკის გაჯანსაღების გზებზე მსჯელობდა.

კონფერენციის მოსამზადებელ პერიოდში მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნები განვითარებად სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა საკითხებს განიხილავდნენ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საერთაშორისო ვაჭრობის წახალისებაც შედის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უკანასკნელი 70 წლის მანძილზე ყველაზე დიდ რეცესიასთან განმკლავებას.

ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო ფინანსური მექანიზმების გამოყენებით ერთი ტრილიონი დოლარის გამოყოფაა დაგეგმილი. ამიერიდან გლობალური ფინანსური სისტემა საერთაშორისო საზოგადოების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება რაც ხელს შეუწყობს ბანკებისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენას.

ეკონომიკური კრიზისის დაძლევას ემსახურება ინვესტიციების და ვაჭრობის სფეროში ზედმეტი შეზღუდვების და ბარიერების გაუქმებაც.

მსოფლიოს ლიდერები გააგრძელებენ თანამშრომლობას რათა მომავალში გამოირიცხოს მსგავსი კრიზისების წარმოქმნის შესაძლებლობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მაღალი შეფასება მისცა ლონდონში გამართულ ორდღიან ეკონომიკურ შეხვედრას. მისი თქმით თანამედროვე სამყაროში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკები მჭიდროს არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე მსოფლიოს ლიდერებმა ურთიერთ თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინეს და მომავალშიც გააგრძელებენ კოორდინირებულ მოქმედებას.

XS
SM
MD
LG