სომალელმა მეკობრეებმა ამერიკის
დროშით მცურავი სატვირთო გემი ჩაიგდეს ხელში, რომელიც დანიურ კომპანიას ეკუთვნოდა.
აღნიშნული ხომალდი სომალის ჩრდილოეთში მდებარე
ქალაქ იელიდან 450 კილომეტრის დაშორებით გაიტაცეს .
17000 ტონა წყალწევის გემზე ამერიკის შეერთებული შტატების 20 მოქალაქე იმყოფება. ეს უკანასკნელი კვირის განმავლობაში უკვე მეექვსე გემია რომელიც სომამლელმა მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში.
ამერიკის დროშით მცურავი ხომალდის გატაცება მეკობრეების მიერ პირველად მოხდა. მიუხედავად იმისა რომ გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს სხვა წამყვანმა ქვეყნებმა სამხედრო ხომალდები გააგზავნეს სომალის ნაპირებისკენ მეკობრეებთან საბრძოლველად პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა მათ მიერ გატაცებული გემების რიცხვი.