მოლდოვამ რუმინეთის ელჩი გააძევა. მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა რუმინეთის ელჩს ანტიკომუნისტური გამოსვლების მოწყობაში დასდო ბრალი. მოლდოვას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამიერიდან რუმინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმსაც შემოიღებს. ათასობით მოპროტესტემ ქვეყნის დედაქალაქ კიშინიოვში გამოსვლები მოაწყო. დემონსტრაციის მონაწილეების მტკიცებით საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც კომუნისტებმა პარალამენტის ადგილების უმრავლესობა მოიპოვეს, გააყალბეს. ეუთოს დამკვირვებლემბა კი განაცხადეს, რომ მოლდოვას არჩევნები ძირითადად აკმაყოფილებდა საერთაშორისო მოთხოვნებს. ათასობით სტუდენტი პარლამენტის შენობასა და პრეზიდენტის ოფისში შეიჭრა. გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შესაძლებლობას განიხილავს. დღეს რუმინეთში მოლდოვას დემონსტრაციების მხარდასაჭერად მრავალათასიანი გამოსვკლა მოეწყო.