ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი მოუწოდებს  გაეროს უშიშროების საბჭოს  თავი შეიკავოს მკაცრი ზომებისგან  


ჩინეთი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს თავი შეიკავოს მკაცრი ზომებისგან ჩრდილოეთ კორეის მიმართ. პეკინი უარს აცხადებს ფხენიანის ქმედებების დაგმობაზე.

დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა იანგ იუმ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება კოსმოსში მშვიდობიანი მიზნებით რაკეტის გაშვების. პეკინში მედიის წინასე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის მსგავსება სატელიტურ და ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიებში , მათი გაშვება კოსმოსში განსხვავებულ აზრს იძენს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰიროფუმი ნაკასონეს განცხადებით ჩრდილოეთ კორეას აქვს უფლება განავითაროს კოსმოსური ტექნოლოგიები, მას შემდეგ რაც იგი ბირთვულ პროგრამას შეაჩერებს.

მისივე განცხადებით იაპონია საფრთხის წინაშე დგას ისეთი რაკეტების ტექნოლოგიების გამო, რომელსაც შეუძლია გაისროლოს ბირთვული იარაღი. იაპონიის ოფიციალური პირების განცხადებით კვირას ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი რაკეტა იაპონიის ორ პრეფექტურაზე 7 წუთის განმავლობაში მიფრინავდა.

XS
SM
MD
LG