ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის ოკეანეში გერმანული გემი დაატყვევეს



სომალელმა მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანეში გერმანული გემი ჩაიგდეს ეკიპაჟის 24 წევრთან ერთად ხელში. გერმანული ხომალდი კენიის ნაპირებიდან 740 კილომეტრის დაშორებით აიყვანეს აბორდაჟზე. უკანასკნელი წლინახევრის გასნმავლობაში მეკობრეებმა ათობით ხომალდი ჩაიგდეს ხელში და გამოსასყიდის სახით მილიონობით დოლარი აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ამ რაიონში საკუთარი სამხედრო გემები გააგზავნეს, სომალელმა პირატებმა მარტო მარტის თვეში 6 ხომალდი გაიტაცეს, რომელთაგან 4 ვეროპული ქვეყნების დროშით დაცურავდა.
XS
SM
MD
LG