ისრაელის მომავალი პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ, დღეს ოფიციალურად შეუდგება პრემიერის მოვალეობის შესრულებას.
იგი ამ პოსტზე 10 წლის შემდეგ ბრუნდება .მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებები.
კრიტიკის ქვეშ მოექცა ნათანიაჰუს მიერ ულტრა ნაციონალისტი ავიგდორ ლიბერმანის დასახელება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.
მიუხედავად ამისა მომავალმა პრემიერმა კანონმდებლების წინშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა მიაღწიოს მშვიდობას ისრაელის ყველა არაბ მეზობელთან.
ნათანიაჰუს განსაკუთრებით არ აღუნიშნავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაახებ, რომელიც წარსული მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იყო.
მან ადრეულ გამოსვლებში განაცხადა, რომ სურს პალესტინის ეკონომიკის გამოსწორება პალესტინელებისთვის მიწების დათმობის სანაცვლოდ.