დღეს იაპონიამ სამი რაკეტსაწინაღო სისტემაგანალაგა საკუთარ ტერიტორიაზე. ამით ქვეყანამ მზაობა გამოხატა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცის ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებულმა შტატები,სამხრეთ კორეა და იაპონია შეთანხმდნენ,რომ ნიებისმიერი სარაკეტო გასროლის შესახებ პირველ რიგში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ეცნობება. ჩრდილოეთ კორეა საკომუნიკაციო სატელიტის გასტყორცნას 4აპრილიდან 8აპრილამდე გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის საცდელ გასროლას განახორციელებს,ამით გაეროს რეზოლლუციის აბსოლუტური დარღვევა მოხდება.
იაპონიამ თავდაცვის მიზნით ორი სამხედრო გემი განალაგა იაპონიის ზღვაში კორეის მახლობლად, რომლებიც სარადარო და სამხედრო დაცვის ისეთი სისტემით არიან აღჭურვილი,რომ შეუძლიათ მტრის საჰაერო რაკეტები გაანდგურონ.მესამე იაპონური გამანდგურებელი წყნარ ოკეანეში ჩრდილოეთ კორეის მახლობლად განლაგდა, რისი საშუალებითაც ყველა ის საჰაერო რაკეტა განადგურდება. რომელიც ხმელეთისკენ დაბრუნებას განიზრახავს.