ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბარაკ ობამა   საკუთარი გადაწყვეტილების ერთგული რჩება 



ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საკუთარი გადაწყვეტილების ბოლომდე ერთგული რჩება გუანტანამოს ციხის დახურვასთან დაკავშირებით. ამერიკის ტელევიზიაში ცნობილი გადაცემის „60წუთისთვის “მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ობამამ თავისი წინამორბედის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მისამართით რამოდენიმე კრიტიკული შენიშვნა გააკეთა.მისი თქმით, ბუშის ადმინისტრაციის ქმედებებმა ანტი-ამერიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. გასული კვირას ერთერთი ინტერვიუს მიცემისას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოფილი ვიცე პრეზიდენტის დიკ ჩეინის მიმართაც რამოდენიმე კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა. ამასთან დაკავშირებით დიკ ჩეინმა განაცხადა,რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ამერიკის შეერთებულ შტატები შესაძლოა ტერორისტული აქტების რიკსის წინაშე დააყენოს.
XS
SM
MD
LG