ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეში დააკავეს  ორი ამერიკელი ჟურნალისტი


ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ დააკავეს ორი ამერიკელი ჟურნალისტი ქვეყანაში უკანონოდ შესვლის ბრალდებით.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო აცხადებს ჟურნალისტები სამშაბათს დააკავეს როდესაც ისინი ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეის საზღვარს კვეთდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან რომ ამერიკელი ჟურნალისტები ლორა ლინგი და ეუნა ლი დააკავეს ჩინელ გიდთან ერთად.

ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩაერთო ამ საქმეში და ჰქონდა სატელეფონო საუბრები შესაბამის სტრუქტურებთან.

XS
SM
MD
LG