ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმ მიგრანტების წინააღმდეგ რუსები კიდევ უფრო აგრესიულები გახადნენ


ორმოცდათერთმეტი წლის საფარბეკ ხაზრადკულოვს მისი მშობლიური ტაჯიკეთი უმუშევრობამ დაატოვებინა. იგი მოსკოვსი ჩავიდა და მეტრომშენში დაიწყო მსახური. მაგრამ გლობალური ეკონომიკური კრიზისის დამსახურებით მსენებლობა, რომელზეც საფარბეკი მუშაობდა შეაჩერეს:

“ჩვენ სექტემბრისა და ოქტომბრის ხელფასის ნაწილი მოგვცეს და შეგვპირდნენ, რომ ოქტომბრის დარჩენილ ხელფასს ნოემბერში მოგვცემდნენ. მანამდე გასამრჯელოს ყოველი თვის ოცი რიცხვისთვის გვიხდიდნენ”. ამბობს საფარბეკი. მას ხელთ ხელფასის გადახდის პირობის დამადასტურებელი ხელწერილიც აქვს. ხელწერილს მისი დამქირავებელი კომპანიის პასუხისმგებელი თანამშრომლის ვალერი ეფიმოვის ხელმოწერაც ადასტურებს. ხელწერილში ნათქვამია, რომ ბატონი ხაზრადკულოვი ხელფასის დარჩენილ ნაწილს მიიღებს არაუგვიანეს იანვრის მიწურულისა. მაგრამ სინამდვილეში ეს თანხა მან მხოლოდ ოც მარტს მიიღო.

სამშენებლო სამუშაოები მთელი რუსეთის მასშტაბით შეჩერდა. ბევრ მუშას ხელფასს არ უხდიან. ზემოთქმულმა ვალერი ეფიმოვმა ამერიკის ხმის კორესპონდენტს განუცხადა, რომ მისი კომპანია ხაზრადკულოვსა და სხვებს დავალიანებას ვერ გადაუხდის მანამდე სანამ დეველოპერებისგან არ მიიღებს დაფინანსებას. მოსკოვში მოქმედი ტაჯიკი იმიგრანტი მუშაკების პროფკავშირს უამრავი ისეთი ადმიანი აკითხავს, რომლებსაც რუსეთში შესრულებული სამუშაოსთვის გასამრჯელო არ მიუღია. ამ ორგანიზაციის დირექტორი კარომატ შარიპოვი აცხადებს, რომ რუსეთი იაფი მუშახელის გარეშე ფონს ვერ გავა. მის მტკიცებით ამჟამად რუსეთში ორ მილიონამდე ტაჯიკი მუშაობს:

"იმიგრანტი მუშაკების გარეშე კერძო სექტორი და მითუმეტეს სამსენებლო კომპანიები ფუნქციონირებას სეწყვეტენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ტაჯიკების გარდა ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვიც მაგალითად მეთხუთმეტე სართულზე ხელით აგურების ატანას დასთანხმდება. საერთოდ ტაჯიკები თითქმის არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ". გვეუბნება ბატონი შარიპოვი.

იმიგრანტები ხსირად გაუსაძლის პირობებში სულდგმულობენ. მათ ძილი გადატვირთულ და ჭუჭყიან საერთო საცხოვრებლებში უწევთ. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ექვსი შვილის მამას ხაზრადკულოვს ტაჯიკი მეგობრების და უცხო ადამიანების ხარჯზე უწევს ცხოვრება:

"რუსები კარგი ადამიანები არიან. ისინი ყოველტვის ხელს უმართავენ გაჭირვებაში მყოფთ. რუსებს და იმიგრანტებს კარგად ესმით ერთმანეთის". ამბობს საფარბეკ ხაზრადკულოვი.

თუმცა რუსეთში გასული წლის ივნისს, რუსეთის სახალხო გამოკითხვის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ააშკარავებს იმას, რომ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდეც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა იმიგრანტთა ნაკადის შეზღუდვის მომხრეა.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის "სოვას" დირექტორის გალინა კოჟევნიკოვას თქმით, რუსეთის ბევრი მოქალაქე თვლის, რომ იმიგრანტები რუსებს სამუშაო ადგილს ართმევენ და დაბალი ხელფასების არსებობას უწყობენ ხელს:

"როგორც წესი თავად რუსები დაბალხელფასიან სამუშაოზე უარს ამბობენ. მოსკოველი ისეთ სამსახურს ხელს არ მოჰკიდებს, რომელიც თვეში სამას დოლარზე ნაკლებ შემოსავალს სთავაზობს, ვინაიდან ამ თანხით მოსკოვში არსებობა წარმოუდგენელია". ამბობს გალინა კოჟევნიკოვა.

იმიგრანტების მოთხოვნებს კი ეს შემოსავალი ასე თუ ისე აკმაყოფილებს და ისინი ხელფასის ნაწილს შინაც კი აგზავნიან. თუმცა საფარბეკ ხაზრადკულოვი კი საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩა. საფარბეკი ამბობს, რომ რომ მისთვის დავალიანების გადახდის შემთხვევაში იგი ტაჯიკეთში დაბრუნებას აპირებს.

XS
SM
MD
LG