ავსტრალიის ჩრდილო -აღმოსავლეთით ათასობით მუშა დაღვრილი მასიური ნავთობის ნალექს წმინდავს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომწამლავი ნალექი კანცეროგენულია და ზღვის სამყაროსთვის და მოცურავეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნავთობი ოკეანეში ოთხშაბათს ჩაიღვარა მას შემდეგ, რაც სასუქით სავსე კონტეინერები ხომალდიდან გადავარდა და გემის საწვავის ავზი დააზიანა. გემის ეკიპაჟი აცხადებს, რომ 20 ათასი ლიტრი ნავთობი ჩაიღვარა, ხოლო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნაპირზე 10 ჯერ მეტი რაოდენობის ნავთობი გამოირიყა. დაღვრილი ნავთობი კუინსლენდის სანაპიროს 60 კილომეტრს მოედო. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტერიტორიის ნახევარი უკვე გაიწმინდა, თუმცა რეგიონის 9 პოპულარული სანაპირო დაბინძურების გამო დღემდე დახურულია.