ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო არ აპირებს მისი გაფართოვების შეჩერებას


ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოვება აუცილებელია ევროპის სტაბილობისათვის და რომ მისი კარი კვლავაც ღიაა ახალი წევრი სახელმწიფოებისათვის. სხეფერმა ეს განცხადება ბუდაპეშტში პოლონეთის, უნგრეთის და ჩეხეთის ნატოში გაწევრიანებიდან მეათე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გააკეთა. მისივე თქმით ჯერ კიდევ გადასაჭრელია ისეთი პრობლემები, როგორიცაა შექმნილი მდგომარეობის სტაბილიზება ავღანეთში, ევროპისათვის ენერგო რესურსების მიწდების უშიშროება, კიბერ დანაშაული და მეკობრეობა. სხეფერმა იქვე აღნიშნა, რომ ნატომ უნდა გამოაკეთოს მისი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც დღესაც ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოვებას მისი საზღვრების მიმართულებით. ამას გარდა კრემლი მწვავედ აკრიტიკებს აშშ-ის გეგმას რაკეტსაწინაღო სისტემა გაშალოს პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე. საქართველოში გასული წლის აგვსტოს მოვლენებთან დაკავშირებით ნატომ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი. სხეფერმა განაცხადა, რომ ზემოთხსენებულ საკითხებს განიხილავენ აპრილში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო რაიონში გაიმართება. სხეფერის განცხადებიდან გაირკვა, რომ აპრილში ნატო ალბანეთსა და ხორვატიას მისცემს მოკავშირეობის წევრობას.

XS
SM
MD
LG