ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპარსეთის ყურის ისტორიული მნიშვნელობა კნინდება


ირანის საინფორმაციიო წყაროები აცხადებენ,რომ ირანის საზღვაო ტერიტორიაზე ვერცერთი გემი ვერ შევა,რომლის სახელწოდებაში სპარსეთის ყურის ნაცვლად მხოლოდ ყურე იქნება მოხსენიებული . ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ირანის პორტების სამსახურმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ რიგი ქვეყნები მიზანმიმართულად ცდილობენ სპარსეთის ყურეს სახელი შეუცვალონ. ამიტომაც ირანის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, არასწორი სახელწოდების მქონე გემებს აეკრძალოთ ირანის სამხრეთ სანაპიროებიდან ირანის წყლებში შესვლა . მიმართვაში აღნიშნულია,რომ ზოგიერთი ქვეყანა, ირანისა და საუდის არაბეთის მაკავშირებელ წყლებს არაბეთის ყურესაც კი უწოდებს.ირანის მთავრობის აზრით, ყველა მსგავსი სახელცვლილება იქითაა მიმართული, რომ სპარსეთის ყურეს ისტორიული მნიშვნელობა დააკნინდეს. ირანის მსგავსი ქმედება მსოფლიოს თვალში ბადებს ეჭვს, რომ თეირანი ცდილობს რეგიონში საკუთარი გავლენა გააძლიეროს.



XS
SM
MD
LG