ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოვიდა


დღეს ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოვიდა. ბატონი ბრაუნმა ამერიკელ კანონმდებლებს პროტექციონიზმისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. გუშინ თეთრ სახლში ბრიტანეთის პრემიერი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. აქ ორმა ლიდერმა გლობალური ეკონომიკის პრობლემების ირგვლივ ისაუბრა. ბრაუნმა ახალი გლობალური შეთანხმებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნებმა თანხები უნდა დაახმარონ საკუთარ ეკონომიკებს და ერთობლივად იღვაწონ ფინანსური ინსტიტუტებისა და საბანკო სისტემის რეფორმისთვის.

XS
SM
MD
LG