დღეს შვეიცარიაში საერთაშორისო სასამართლომლიბანის ყოფილი პრემიერ მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის გამოძიება დაიწყო. გაეროს სპეციალურმა პროკურორმადანიელ ბელემარმა განაცხადა, რომ იგი ლიბანის მთავრობას მოსთხოვს საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი სირიის მომხრეოთხი გენერალი. ბატონმა ბელემარმა პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში პირობა დადო, რომ მისი გუნდი ყველანაირად ეცდებასამართლიანი გამოძიება ჩაატაროს და დამნაშავე პირები დააკავოს. სასამართლო პროცესის დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის ცნობილი. სასამართლო იძიებს ბეირუთში 2005 წლის 14 თებერვალსმომხდარ შემთხვევას, მაშინ სატვირთო მანქანების აფეთქებისშედეგად რაფიკ ჰარირი და 22 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის იუსტიციის მინისტრმაგანაცხადა, რომ ქვეყანა გაერთიანებული ერების სასამართლოსთან ითანამშრომლებს.