იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიროფუმი ნაკასონე დღეს პეკინში ჩავიდა. ორდღიანი ვიზიტის დროს განიხილება გლობალური კრიზისის საკითხები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იანგ ჯეიჩისთან მთავრი განსახილველი საკითხი ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთით მათ შორის სადავო უკაცრიელი კუნძულებია. სენკაკუს კუნძულები ასე მას იაპონელები ეძახიან, ჩინელები კი მას დიაიუს კუნძულებს უწოდებენ.
იაპონიის პრემიერ მინისტრი ტარო ასოს განცხადებით იაპონიის კონტროლის ქვეშ მყოფი კუნძულები უნდა დაცული იყოს ვაშინგტონთან ერთობლივი თავდაცვის ქარტიით, რადგანაც კუნძულები იაპონიის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.ჩინეთმა დაგმო ეს განცხადება და აღნიშნა რომ კუნძულები უძველესი დროიდან ჩინეთს ეკუთვნოდა