ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატიის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მცდელობა იბლოკება


დღეს ხორვატიისა და სლოვენიის პრემიერ მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან.განხილვის საგანი ორ ქვეყანას შორის საზღვრის გარშემო შექმნილი უთანხმოებაა, რომელიც ბლოკავს ხორვატიის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მცდელობას. იუგოსლავიის დაშლისა და 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სლოვენია და ხორვატია პირანის ყურის გასწვრივ საზღვრის გამო დავობენ. ხორვატიის ტერიტორიული წყლები სლოვენიის ადრიატიკის ზღვასთან მისასვლელს ბლოკავს. ამითომ იგი მოითხოვს ხორვატიისგან გემებისუფრო ფართო მიმოსვლის საშუალებას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრობლემის გადასაჭრელად დახმარება აღუთქვეს ორივე მხარეს.

ორშაბათს , ევროკომისიამ საგარეო საქმეთა მინისტრებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის მეტი ეკონომიკური დახმარებისკენ მოუწოდა. ევროკომისარი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო ვალდნერმა დახმარება სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და მოლდოვას თავისუფალი ვაჭრობის, ეკონომიკური დახმარებისა და ინტეგრაციის სახით შესთავაზა. ამ ქვეყნებმა თავის მხრივ უნდა გააუმჯობესონ ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხები, კანონის უზენაესობა და ეკონომიკური პოლიტიკა. დასვლეთ ევროპასთან შედარებით აღმოსვლეთ ევოპა, რუსეთის ჩათვლით მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მოექცა.ნავთობის ვარდნამ რუსეთში მძიმე დაღი დაასვა ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას. ეკონომიკური ვარდნა შეიმჩნევა არამარტო სახელმწიფო სექტორში არამედ მილიონობით ადამიანზე მოახდინა გავლენა.ექსპერტი რუსეთის საკითხში კლიფორდ გედის განცხადებით ავტოწარმოება რუსეთში წინა წელთან შედარებით 86%-ით დაეცა.

საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის წარმომადგენლის ანდერს ასლუნდის განცხადებით უკრაინაში ეკონომიკური კრიზისი მსგავსი სიმძაფრით მიმდინარეობს.

დიდი რაოდენობით უცხოური კაპიტალის გადინებამ უკრაინაზე დამანგრეველად იმოქმედა. იანვარისთვის ანდერს ასლუნდი სახარბიელო პროგნოზს არ აკეთებს.


XS
SM
MD
LG