ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო ძალებს ზრდის


სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო ძალებს ზრდის. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა საგრძნობლად ზრდის საკუთარ არმიას, ახალ რაკეტებს ამონტაჟებს და შესაძლებელი ომისთვის უკეთესად ემზადება. სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ფხენიანის ახალ ბალისტიკურ რაკეტებს სამი ატასი კილომეტის რადიუსით მოქმედების უნარი შესწევთ, ანუ ამ რაკეტებს წყნარ ოკეანეში მდებარე, შეერთებული შტატების კუთვნილ ტერიტორია გუამამდე, ავსტრალიამდე, შუა რუსეთამდე და ინდოეთამდე მიღწევა ძალუძს. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეის არმია 2006 წლიდან დღემდე ოცი ათასი ჯარისკაცით გაიზარდა და მილიონ ას ოთხმოცდაათ ათას კაცს შეადგენს. ხოლო ელვისებური რეაგირების ძალები კი ორმოცდაათი პროცენტით გაზარდეს და ახლა მათი რაოდენობა ას ოთხმოც მებრძოლს აღწევს.

XS
SM
MD
LG