ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი დღეს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს ხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები ეძებენ გზებს დაძაბული ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.ამერიკელი სენატორი რეგიონში მას მერე ჩავიდა, რაც ორი სხვა ამერიკელი კანონმდებელი გასულ კვირას ბატონ ასადს შეხვდნენ.
ჯონ კერი დემოკრატია. საგარეო საქმეთა კომიტეტი სენატში გავლენიანი სტრუქტურაა. ამას გარდა იგი 2004 წელს ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატიც იყო, როცა იგი ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.გუშინ, ამერიკელი ოფიციალური პირები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ შედგეს შეხვედრა სირიის ელჩთან აშშ-ში და გადაწყდეს გაუგებრობა სირიის მიერ ბირთვული პროგრამის შესაძლო განვითარების შესახებ, ასევე სირიის მიერ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის საკითხი. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გორდონ დუგიდმა განაცხადა, რომ სირიის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმად მუსტაფა მომავალ კვირას მოწვეულია სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ჯეფრი ფელტმანთან შესახვედრად.აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და სირიას შორის მსგავსი შეხვედრები იშვიათობას წარმოადგენს.