ამერიკელი კანონმდებლები რვაას მილიარდიანი ეკონომიკის სასტიმულო პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ცდილობენ. შეერთებული შტატების სენატმა გუშინ მიიღო ეს კანონპროექტი. ახლა სენატის მიერ მიღებული ვერსია, უფრო ადრე ქვეყნის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულს უნდა შეუთანხმონ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მას ქვეყნის რეცესიიდან გამოსაყვანად, კანონპროექტის ხელმოწერა 16 თებერვალს სწადია. მისი თქმით ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამის გამო დაყოვნება მიუღებელია. სასტიმულო პაკეტმა რესპუბლიკელ კანონმდებელთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. რესპუბლიკელები თვლიან, რომ ეს უბრალოდ თანხების ფუჭი განიავებაა.